WMZ - ერთეულების შეძენა NOVA ტექნოლოჯის აპარატებით

 

აპარატზე ერთეულების საყიდლად უნდა შეასრულოთ შემდეგი მოქმედებები:

 

1. დააჭირეთ ღილაკს ONLINE გადახდები.

2. გახსნილ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს WEBMONEY.

3. აკრიფეთ თქვენი WMZ ანგარიშის ნომერი ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოებას, რომ Z ასო უკვე აკრეფილია ამიტომაც თქვენ მხოლოდ ციფრები უნდა აკრფოთ ამ ასოს გარეშე. გაიხსოვდეთ რომ Z ანგარიშში 12 ციფრია.

4. დააჭირეთ ღილაკს დიახ.

5. ჩადეთ კუპიურების მიღებში კუპიურა იმ რაოდენობით რა რაოდენობის WMZ ერთეულების ყიდვასაც გეგმავთ.

6. მას შემდეგ რაც კუპიურა მიღებული იქნება აპარატის მიერ დააჭირეთ ღილაკს დიახ და დაელოდეთ ქვითარს

7. შეინახეთ ქვითარი მანამ სანამ თქვენს საფლეში ერთეულები არ დაირიცხება. ქვითარი აუცილებლად დაგჭირდებათ თუ  WMZ ერთეულები არ დაირიცხა.

 

გახსოვდეთ თუ თქვენ სარგებლობთ "ვებმანი მინი" საფულით. ამ ტიპის საფულეზე თქვენ თვეში მხოლოდ 500$ ბრუნვის უფლება გაქვთ. ასეთი ტიპის შეზღუდვები არ არსებობს კიპერ კლასიკის თიპის საფულეზე.

 

ყურადღება: WML.GE  ვმზ ერთეულებს ყიდის მხოლოდ ნოვას აპარატებზე სხვა აპარატებზე ვებმანი ერთეულების გაყიდვა ჩვენი ორგანიზაციის მიერ არაა ორგანიზირებული, შესაბამისად ჩვენ პასუხს ვაგებთ, მხოლოდ ნოვას აპარატებზე წარმოებულ ოპერაციებზე. WML.GE -ს ადმინისტრაცია გთხოვთ ისარგებლოთ მხოლოდ ამ აპარატებით. ნოვას აპარატები ყველა მეტროს სადგურშია.