სისტემის სიახლეები:
 
25.05.2010 - 05:04 - ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სერვისებით
 
სერვისების ტესტირება დასრულდა წარმატებით ამიერიდან ჩვენს მომხარებლებს აქვს საშუალება  პირდაპირ ჩვენს საიტზე შეავსოს მობილური ტელეფონის ბალანსი, ან თანხა შეიტანოს ინტერნეტ ტოტალიზატორების ანგარიშზე "ჯმ კაპიტალი" გაგრძელებს ეტაპობრივად სხვა და სხვა სერვისების დამატებას და უახლოვეს მომავალში სერვისების ფართე სპეკტრს შემოგთავაზებთ

 

სერვისების  გვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს  http://wml.ge/service.php  ან მთავარ გვერდზე დააკლიკეთ მარჯვენა ბლოკში მდებარე ტექსტს "მომენტალური გადახდის სერვისი"

 
09.05.2010 - 03:41 შპს "ვებმანი ჯორჯია" -მ სახელი შეიცვალა ....
 
ჩვენმა მომხმარებლებმა იციან, რომ  მათ ემსახურებათ ორგანიზაცია შპს "ვებმანი ჯორჯია" 30 აპრილს შპს "ვებმანი ჯორჯია"-ს შეეცვალა სახელი და ამ თარიღიდან მისი ახალი სახელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ჯმ კაპიტალი" ვთხოვთ ყველა ორგანიზაციას  რომლებიც ჩვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობები აკავშირებთ გაითვალისწინონ ეს გარემოება.....
 
18.04.2010 - 02:41 - ყურადღება!!! ვებმანი ახალ წესებს ნერგავს ერთეულების გაცვლის ოპერაციებში...
 
რამდენადაც გასაოცარი არ უდნა იყოს ვებმანიმ აქტიური ბრძოლა დაიწყო უკანონო ოპერაციების აღმოფხვრის კუთხით.... კერძოდ სულ ახლო მომავალში ყველა გადამცვლელი პუნქტი ვალდებული იქნება ერთეულების  გადახურდავებამდე ან ერთეულების გაყიდვამდე ელექტრონულად პარამეტრები თავად ვებმანის გადასცეს და თუ ვებმანი მას უფლებას მისცემს მხოლოდ მაშინ განახორციელოს ოპერაცია.... უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ მას შემდეგ რაც თქვენ შეიყვანთ პარამეტრებს საიტი მას ვებმანის გადაუგზავნის და მხოლოდ მის შემდეგ შეასრულებს ოპერაციას რაც ვებმონიდან დადებითი პასუხი მოვა ეს პროცედურა ფაქტიურად მომხმარებლისათვის შეუმჩნეველი იქნება.... თუმცა არის ნიუანსები რომელიც მომხმარებელმა უნდა იცოდეს კერძოდ იკრძალება ოპერაციების წარმოება ფსევდონიმის ატესტატზე ასევე იკრძალება გატანის ფორმაში მცდარი ინფორმაციის შეყვანა რადგანაც ვებმანი ამ მონაცემებს ატესტატში შეყვანილ მონაცემებს ადარებს და თუ ისინი არ ემთხვევა ტრანზექციის უფლებას კრძალავს

 

მაგალითად თქვენ თანხას ანაღდებთ სალაროში ამ შემთხვევაში თქვენ გიწევთ ერთ ერთ ველში თქვენი პასპორტის ნომრის შეყვანა და რა თქმა უდნა სახელი გვარისაც როგორც კი დააწვებით ღილაკს შემდეგ ვებმანი ამ სახელს გვარს და პასპორტის ნომერს შეადარებს თქვენ ატესტატში შეყვანილ მონაცემებს და თუ ისინი იდენტური არ იქნება ოპერაციას დაბლოკავს

 

vml.ge საიტის პროგრამული უზრუნველყოფა ამ მიმართულებით უკვე იხვეწება და გვიდნა გითხრათ რომ ამ წესებს ჩვენი საიტი მალევე დაამკვიდრებს.... ხაზ გასასმელია ის გარემოება რომ ეს მოთხოვნა ყველა გადამცვლელ პუნქტს თავად ვებმანიმ გამოუგზავნა, თუ გადამცვლელი პუნქტი ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს ვებმანი მას დახურავს

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელეფონზე 424743

 
29.03.2010 - 03:31 - განვითარების სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით საიტზე დავამატეთ გამოკითხვის მოდული
 
საიდუმლო არავისთვისაა ის გარემოება, რომ ვებმანი ჯორჯიას გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი სერვისების თუ მოდულების დანერგვის კუთხით. მუშაობის პროცესში დადგა საკითხი ამ მოდულების მაქსიმალურად მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგების, ამიტომაც ვებმანი ჯორჯია იწყებს მომხმარებლის გამოკითხვას სხვა და სხვა საკითხებზე. მიღებული პასუხები მომავალში გათვალისწინებული იქნება ახალი სერვისების მოდელირებასა და კონსტრუირებისას.

 

ვებმანი ჯორჯიას  გუნდი ყველა მომხმარებელს სთხოვს მიიღოს მონაწილეობა ამ გამოკითხვებში რათა შევძლოთ მუშაობის პროცესში განვითარების სწორი ორიენტირის განსაზღვრა

 
16.02.2010 - 16:56 - დასრულდა აქცია საწყის ატესტატების გაცემაზე...
 
16 თებერვალს დასრულდა აქცია საწყის ატესტატების გაცემაზე შეგახსენებთ, რომ 1 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით მომხმარებლებს საწყისი ატესტატის მიღება შეეძლოთ 2,5 wmz - ერთეულად. დღეიდან მოცემული ატესტატის ღირებულება შეადგენს 6,5 wmz - ერთეულს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ აქციის დროს 12 საწყისი ატესტატი გასცა ორგანიზაციამ.
 
29.01.2010 - 22:57 - "1 - 15 თებერვალი აქცია საწყის ატესტატების გაცემაზე
 
1თებერვლიდან - 15 თებერვლამდე "ვებმანი ჯორჯია" ვებმანი სისტემაში საწყისი ატსტატების გაცემის აქციას იწყებს. აქციის მსვლელლობის განმავლობაში ნებისმიერ თქვენთაგანს შეუძლია მიიღოს საწყისი ატესტატი სულ რაღაც 2,5$-დ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ფიქრობს რომ ასეთი აქცია ხელს შეუწყობს ვებმონი სისტემის კიდევ უფრო განვითარებას საქართველოს ბაზარზე აქვე ხაზგასასმელია ის გარემოებაც რომ თავად ვებმონი უკვე ძალიან ბევრ სერვისში ითხოვს ამ ატსტატს ასეთი ატესტატის მფლობელები ბევრად დაცულები არიან საფულის ბლოკირებისაგან რადგანაც ვებმანი ავტორიზებულ მომხმარებელს საფუძვლიანი მიზეზის გარეშე არ ბლოკავს აქვე ისიც უნდა ითქვას რომ ვებმანიში ასეთი საფულის აღდგენა ბევრად უფრო ადვილია სხვა ღირსებებზე რომ არაფერი ვთქვათ. ვფიქრობთ ეს აქცია სასიხარულო იქნება იმ მომხმარებლებისათვის რომლების საფულეებიც დიდი ბალანსით არ გამოირჩევა დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე http://wml.ge/atestat.php
 
 
21.01.2010 - 22:15 - "ვებამანი ჯორჯია" -მ შესავსები ფომა გაამარტივა  
 
მომხმარებელთა დაჟინებული მოთხოვნით "ვებმანი ჯორჯია"-მ შეკვეცა შესავსები ფორმების რაოდენობა, ვმზ. ერთეულების განაღდების და შევსების დროს, ამოღებულია შემდეგი ფორმები: პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი; პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა; გამცემი ორგანოს დასახელება. ამასთან ამიერიდან სისტემა თქვენს მიერ შევსებულ მონაცემებს დაიმახსოვრებს და მორიგ ვიზიტის დროს ველები ავტომატიურად შევსებული დაგხვდებათ. ვფიქრობთ ეს სიახლეები კიდევ უფრო კომფორტულს გახდიან  wml.ge საიტის მოსმსახურეობას....
 
20.12.2009 - 22:20 - "ჯმ კაპიტალი" -მ დაასრულა ტესტირება  
 
"ჯმ კაპიტალი" -მ დაასრულა მის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება. გვინდა გაუწყოთ რომ ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და საიტი WML.Ge მზად არის გემსახუროთ. სისტემა სრულიად ავტომატიზირებულია და ის მაქსიმალურად ისეა დაწერილი რომ მომხმარებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს ეტაპობრივად "ჯმ კაპიტალი" გეგმავს სიახლეების დანერგვას , მომავალში ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ინტერნეტ კომერციის ბაზარზე  
 
25.11.2009 - 13:52 -'WML.Ge' -მ და eMoney.ge - მ გააფორმეს ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ 

 

ამიერიდან eMoney.ge -ს მოხმარებლებს ტექნიკურ დახმარებას და მხარდაჭერას გაუწევს 'WML.Ge'. აქვე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ eMoney.ge -ს მომხმარებლებს სტატუსი 'ნაცნობის' მიღება შეუძლიათ 'WML.Ge'-ს ოფიში მოსვლით. საკმარისია მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ორივე პროექტის ადმინისტრაცია იმედევნობს, რომ ამ ტიპის თანამშრომლობა ცალსახად ხელშს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტ კომერციის განვითარებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მომავალში 'WML.Ge' და eMoney.ge თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავენ . 
 
24.11.2009 -15:16 - ამიერიდან ვებმანი ჯორჯიას ოფისში შეგიძლიათ მიიღოთ სტატუსი 'ნაცნობი' სისტემაში 'eMoney.ge' 

 

რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, სისტემაში eMoney.ge მოქმედებს ახალი წესები, რომლებმაც გააჩინეს ისეთი ცნებები, როგორებიცაა სტატუსი 'უცნობი' და სტატუსი 'ნაცნობი', უცნობია, ის ვისაც ხელშეკრულება არ უდევს eMoney.ge -სთან, ნაცნობი კი პირიქით. ისმის კითხვა - რა განსხვავებაა ამ სტატუსებს შორის? პასუხი მარტივია - უცნობი სტატუსის მქონე პირებს აქვს გარკვეული ტიპის შეზღუდვები ნაცნობს კი - არა. ამიერიდან შესაძლებელია სტატუსი ნაცნობის მიღება 'WML.Ge'-ს ოფიში, სტატუსის მისაღებად თან უდნა იქონით პირადობის დამადატურებელი მოწმობა (სხვა ტიპის საბუთი არ მიიღება). მომსახურება უფასოა. 
 
24.11.2009 -14:30- ვებმანი ჯორჯია ოფიციალურად იწყებს მუშაობას დომენზე wml.ge 

 

დიდი ხანი ელოდებოდა მომხმარებელი საიტის გაშვებას დომენზე 'webmoney.ge'. თუმცა ამაოდ... ეს გაჭიანურება გამოწვეული იყო ერთი მარტივი მიზეზით - მიმდინარეობდა დაუმთავრებელი მოლაპარაკებები სხვა და სხვა ორგანიზაციებთან და ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სიტყვა 'ინტერნეტ კომერცია' ყველას აშინებს. ასევე მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ როგორ უდნა შეთანხმებულიყო ეს ყველაფერი კანონთან. სამწუხაროდ მთელი რიგი მიზეზების გამო სისტემის გაშვება დომენზე webmoney.ge ვერ მოხერხდა, ამიტომაც სისტემა გაეშვა დომენზე wml.ge, ყველა ის სერვისი თუ მომსახურეობა რომელიც უდნა გაშვებულიყო დომენზე webmoney.ge გაეშვება აქ - დომენზე wml.ge. გვინდა ვიქონიოთ იმედი, რომ ეს ვებ. გვერდი იქნება თქვენი საიმედო პარტნიორი ინტერნეტში.