| პუბლიკაციები:: |
| კიპერ კლასიკი 3,8 ვერსია, შესაძლო წყლისქვეშა ქვები |
| დიდი ხანი არაა, რაც ვებმანიმ გამოუშვა კიპერ კლასიკი 3,8 ვერსია. ამ თემაში ჩვენ მის ღირსებებზე საუბარს არ დავიწყებთ ვიტყვით უბრალოდ რომ ამ ვერსიაში დახურულია ის ხვრელი რომელიც აღმოჩენილ იყო 3,7 ვერსიაში და ამით ასე ვთქვად ვებმანი ამაყობს კიდეც. |
| ამ თემაში გვინდა ვისაუბროთ იმ გარემოებაზე, რომ 3,8
ვერსიაზე მარტივად რომ ვთქვათ 3,7 ვერსიის გასაღები არ მიდის
რის გამოც უკვე ძალიან ბევრ ადამიანს შეექმნა პრობლემა, იყო
შემთხვევები როცა ძველი გასაღები ახალ ვერსიაზე უპრობლემოდ
წავიდა თუმცა დაზღვეულები რომ ვიყოთ მოდით განვიხილოთ ის თუ
როგორ უდნ აგადავიდეთ 3,8 ვერსიაზე და როგორ უნდა შევინახოთ
გასაღები რომ მომავალში, ამ გასაღებით აღვადგინოთ ჩვენი საფულე
3,8 ვერსიაზე გადასვლა მარტივია საკმარისია გადმოწეროთ ეს ვერსია ვებმანის ოფიციალური საიტიდან და დააინსტალიროთ თქვენს კომპიუტერზე ძველი ვერსიის წაუშლელად რაც შეეხება გასაღების შენახვას ეს ცოტა არ იყოს და თქვენგან გარკვეულ მანიპულაციას ითხოვს სანამ პროცედურას განვიხილავდეთ ჯერ განვიხილოთ საერთოდ გასაღები რას გულისხმობს. ეს არის 2 ცალი ფაილი "kwm" და "pwm" გაფართოებით ერთი ინახავს თქვენს ანგარიშებს და მათ ისტორიას მეორე კი ზოგადად ინფორმაციას ვმიდი-ს შესახებ გასაღების შესანახად უნდა გავიაროთ შემდეგი ოპერაციები გახსენით საფულე და დაელოდეთ სანამ ის კავშირზე დადგება შემდეგ შებრძანდით განყოფილებაში Инструменты → Параметры программы → Безопасность → Сохранить ключи в файл.
გახსნილ ფორმაში თქვენ უდნა მიუთითოთ მისამართი სადაც შეინახება ფაილები და ამ ფაილზე კოდი ორჯერ ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტსაც რომ ეს კოდი არსად არ ინახება და მისიდ დაკარგვა გასაღები ფაილების დაკარგვის ტოლფასია. მომავალში როცა თქვენ ამ ფაილებით საფულის აღდგენას დააპირებთ გახსოვდეთ რომ ამ ფაილებთან ერთად სისტემა ამ კოდსაც კითხავთ. კოდი შეგიძლიათ ფაილებს დადოთ ნებისმიერი რომელიც თქვენ გაგიხარდებათ...
აუცილებლად მონიშნეთ ველი "Копирават фай кошельков" წინააღმდეგ შემთხვევაში შენახულ იქნება მხოლოდ ერთი ფაილი რაც არაა საკმარისი საფულის ასაღდგენად
ავტორი: კ.საკანელაშვილი მასალის კოპირებისას მიუთითეთ wml.ge ბმული
თუ თქვენ გაქვთ მასალა და გნებავთ მისი გამოქვეყნება ამ განყოფილებაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე 424743 |












